ანოტაცია
სამეცნიერო კვლევებში, მათ შორის სახელმძღვანელოშიც კი გვხვდება „სტრატეგიული მენეჯმენტისა“ და „სტრატეგიული დაგეგმვის“ ცნებების მნიშვნელოვნად განსხვავებული, ზოგჯერ დაუსაბუთებელი განმარტებებებიც, რაც სათანადო შეფასებას საჭირობს. მაგალითად, ცნობილი ავტორები ფრედ რ. დევიდი და ფორესტ რ. დევიდი მათ მიერვე შექმნილ სახელმძღვანელოში – „სტრატეგიული მენეჯმენტი“ აღნიშნულია, რომ „ტერმინს – „სტრატეგიული მენეჯმენტს“ ამ წიგნში სტრატეგიული დაგეგმვის სინონიმად ვიყენებთო“(3,გვ.41). საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტრატეგიული დაგეგმვა სტრატეგიული მენეჯმენტის უმიშვნელოვანესი ფუნქციაა, რომელიც სტრატეგიის ფორმულირებით შემოიფარგლება და ის სტრატეგიული მენეჯმენტის მთელ პროცესს (სტრატეგიის ჩამოყალიბება, სტრატეგიის დანერგვა-განხორციელება და სტრატეგიის შეფასება) არ მოიცავს. ამიტომ, აღნიშნული ცნებების იდენტურ ცნებებად გამოცხადება მიუღებელია. სამწუხაროდ, ზემოხსენებულ სახელმძღვანელოში დასაბუთებული არაა ავტორებმა, თუ რის საფუძველზე გააკეთეს ასეთი დასკვნა. ისიც ფაქტია, რომ სახელმძღვანელოს ავტორები, როცა მენეჯმენტის ფუნქციებისა და სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესის ელემენტების ურთიერთმიმართებას განიხილავენ სამართლიანად აღნიშნავენ, რომ სტრატეგიის ფორმულირება „დაგეგმვის“ ფუნქციას შეესაბამება, სტრატეგიის იმპლემენტაცია – „ორგანიზების“, „მოტივაციისა“ და „პერსონალის მართვის“ ფუნქციებს, სტრატეგიის შეფასება კი „კონტროლის“ ფუნქციას და ეს ყველაფერი საფუძვლიანადაა არგუმენტირებული. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი „სტრატეგიულ დაგეგმვისა“ და „სტრატეგიული მენეჯმენტის“ ცნებებს שორის არსებულ განსხვავებებს სრულად აცნობიერებენ და მათი ზემოაღნიშნული „იდენტურობა“ საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია და გაუგებრობას იწვევს.
წყაროები
რობერტ ბ. დენჰარტი, ჯენეტ ვ. დენჰარტი, (2012), საჯარო მართვა, მოქმედების კურსი (დაფინანსებულია საქართველოში აშშ -ს საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამის მიერ, გამოსცა ილიას სახელობის უნივერსიტეტმა);
ს. რობინსი, მ. კოულტერი, (2019), მენეჯმენტი, (სახელმძღვანელო ინგლისურიდან ქართულად ითარგმნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმძღვანელოების თარგმნის პროექტის ფარგლებში და გამოსცა ამავე უნივერსიტეტის გამომცემლობამ);
ფრედ რ. დევიდი, ფორესტ რ. დევიდი, (2017) სტრატეგიული მენეჯმენტი, (სახელმძღვანელო ინგლისურიდან ქართულად ითარგმნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმძღვანელოების თარგმნის პროექტის ფარგლებში და გამოსცა ამავე უნივერსიტეტის გამომცემლობამ;
ტუღუში მ, (2015), მართვის ფუნქციების მართებულად გაგებისათვის. აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული: „ეროვნული ეკონომიკების მდგრადი განვითარების აქტუალური პრობლემები. თბ., 10-11 ივლისი; 246-250
Tugushi, M. (2015, July). For proper understanding of managing functions. In Proceedings of Materials of International Scientific-Practical Conference Dedicated to the 110th Birth Anniversary of Academician Paata Gugushvili: Actual Problems of Sustainable Development of National Economies (pp. 246-250).
Мескон М.Х., Альберт М., Хедоури Ф. ,(2005), Основы менеджмента: пер. С англ. Под ред. Л.И. Евенко. – М., Дело;
Ричард Л. Дафт, (2008) Менеджмент. Питер, Стивен Робинз, Мери Коултер, (2007) Менеджмент. Москва, Санкт-Петербург-Киев.
St. P.Robbins, Mary Coulter, (2014),Management. Twelfth Edition, eleqtronuli versia.
Томпсон – AА.А. мл.,. Стрикленд А. Дж Ш. (2006) ., Стратегический Менеджмент., Москва- Санкт Петербург-Киев.